სფერო

Power BI და ანალიტიკა საცალო ქსელებისთვის

რამდენიმე მაღაზიის ქსელში მთავარი კითხვა ერთია: რომელი მაღაზია და რომელი პროდუქტი იზრდება, სად დგას მარაგი და სად იკარგება მარჟა. ჩვეულებრივ ამას თვის ბოლოს, Excel-ში ხედავენ. ჩვენ ამ სურათს ყოველ დილით ვაწყობთ.

რა არ ჩანს დღეს

POS, საწყობი და ბუღალტერია ერთმანეთს არ ემთხვევა
მაღაზიების შედარება ხელით, თვეში ერთხელ
მარაგი ან ზედმეტია, ან აკლია

რა ჩანს დაშბორდზე

  • გაყიდვები, მარჟა და მარაგი მაღაზიისა და პროდუქტის მიხედვით
  • Like-for-like ზრდა და გეგმა-ფაქტი ფილიალებზე
  • კალათის ანალიზი: რა იყიდება ერთად
  • საათობრივი ნაკადი პერსონალის დასაგეგმად

რას ამატებს AI

  • მოთხოვნის პროგნოზი მაღაზიისა და პროდუქტის მიხედვით და შეკვეთის რეკომენდაცია
  • ფასდაკლებებისა და დანაკარგების ანომალიების გაფრთხილება
ხშირი კითხვები

კითხვები, რომლებიც პირველ შეხვედრაზე ისმის

რომელ POS სისტემებს უკავშირდებით?

ნებისმიერს, რომელსაც ბაზა ან ექსპორტი აქვს — ქართული და საერთაშორისო სისტემები, 1C-ს ჩათვლით. აუდიტზე ვამოწმებთ.

პირველი შეხვედრა უფასოა. მეორე — უკვე რიცხვებით.

30 წუთი და ერთი კითხვა: რომელ რიცხვს ვერ ხედავთ დღეს? მერე გულახდილად გეტყვით, რისი შექმნა ღირს თქვენთვის და რისი — არა.