სფერო
ანალიტიკა დეველოპერებისა და სამშენებლო კომპანიებისთვის
დეველოპერებს გაყიდვები CRM-ში აქვთ, გადახდები — ბუღალტერიაში, და არავის აქვს ერთი ეკრანი, სადაც ჩანს რა გაიყიდა, რა დარჩა და როდის შემოდის განვადების თანხები.
რა არ ჩანს დღეს
CRM-ისა და ბუღალტერიის რიცხვები არ ემთხვევა
ბინების ნაშთი და ფასი კვადრატზე ხელით იანგარიშება
ფულადი ნაკადი განვადებებიდან არ იგეგმება
რა ჩანს დაშბორდზე
- გაყიდვების ფანელი მენეჯერების, არხებისა და პროექტების მიხედვით
- ბინების ნაშთი, ფასი კვადრატზე, გაყიდვის ტემპი
- განვადებების გრაფიკი და ფულადი ნაკადის გეგმა-ფაქტი
- მარკეტინგის ხარჯი ლიდზე და გარიგებაზე
რას ამატებს AI
- ლიდების შეფასება — ვის დაურეკონ მენეჯერებმა პირველ რიგში
- გაყიდვების ტემპისა და ფულადი ნაკადის პროგნოზი პროექტზე
ხშირი კითხვები
კითხვები, რომლებიც პირველ შეხვედრაზე ისმის
Bitrix24 გვაქვს — ამას უკავშირდებით?
დიახ, Bitrix24 ერთ-ერთი ყველაზე ხშირი წყაროა ჩვენს პროექტებში: გარიგებები, ეტაპების ისტორია, პროდუქტები, კომპანიები და მომხმარებლის ველები.
პირველი შეხვედრა უფასოა. მეორე — უკვე რიცხვებით.
30 წუთი და ერთი კითხვა: რომელ რიცხვს ვერ ხედავთ დღეს? მერე გულახდილად გეტყვით, რისი შექმნა ღირს თქვენთვის და რისი — არა.