სერვისი 01
ანალიტიკა და Power BI დაშბორდები
Power BI-ს იმიტომ ვიყენებთ, რომ საშუალო ზომის კომპანიას ყველაზე მოკლე გზით მიჰყავს ერთ სანდო სურათამდე: წყაროები ერთ მოდელს უერთდება, დაშბორდი ყოველდღე თავისით ახლდება და ტელეფონიდანაც იხსნება. მაგრამ ინსტრუმენტი მეორეხარისხოვანია — მთავარია, რიცხვები ერთმანეთს ემთხვეოდეს და კითხვას პასუხობდეს.
რას იღებთ
- გაყიდვების, ფინანსების, მარაგებისა და HR-ის დაშბორდები ერთ მოდელზე
- ფილიალების, პროდუქტების, მენეჯერების შედარება; გეგმა-ფაქტი; შარშანდელთან შედარება
- ავტომატური განახლება ყოველდღე ან ყოველ საათში
- წვდომა როლების მიხედვით — ვინ რას ხედავს
- ავტომატური PDF ან ელფოსტა ხელმძღვანელობისთვის
- დოკუმენტაცია ქართულად და გუნდის სწავლება
როგორ გამოიყურება
- აღმასრულებლის ერთი გვერდი: 6–8 მაჩვენებელი, რომელიც დილით უნდა ნახოთ
- ოპერაციული გვერდები განყოფილებებისთვის
- დეტალური ცხრილები ჩაღრმავებისთვის — ფილიალიდან ჩეკამდე
- დიზაინი, რომელიც თქვენს ბრენდს მიჰყვება, არა შაბლონს
ინსტრუმენტები
- Power BI, Microsoft Fabric
- DAX, Power Query, TMDL — რეპორტები კოდით, რომ ცვლილება სწრაფი და უსაფრთხო იყოს
- Power BI Service, Premium Per User, Fabric capacity — საჭიროების მიხედვით
ხშირი კითხვები
კითხვები, რომლებიც პირველ შეხვედრაზე ისმის
Power BI-ს ლიცენზია ჩვენ უნდა ვიყიდოთ?
დიახ, Microsoft-ის ლიცენზია თქვენს სახელზეა. ყიდვასა და სწორი ტიპის არჩევაში დაგეხმარებით.
არსებული Power BI რეპორტები გვაქვს, მაგრამ ნელია და არასწორია — ამას აკეთებთ?
დიახ. ჯერ აუდიტს ვაკეთებთ (მოდელი, ზომები, განახლება, გამოყენება), შემდეგ ვასწორებთ ან ხელახლა ვქმნით — რაც უფრო იაფი და სანდოა.
პირველი შეხვედრა უფასოა. მეორე — უკვე რიცხვებით.
30 წუთი და ერთი კითხვა: რომელ რიცხვს ვერ ხედავთ დღეს? მერე გულახდილად გეტყვით, რისი შექმნა ღირს თქვენთვის და რისი — არა.