სერვისი 02

მონაცემთა პლატფორმა და ინტეგრაცია

დაშბორდი იმდენად სანდოა, რამდენადაც მის ქვეშ მყოფი მონაცემები. პლატფორმა არის ის ფენა, რომელიც წყაროებს აერთიანებს, ისტორიას ინახავს, შეცდომებს იჭერს და ყველა რეპორტს ერთსა და იმავე რიცხვს აძლევს. საშუალო კომპანიისთვის ამას მძიმე ინფრასტრუქტურა არ სჭირდება — სჭირდება სწორად აწყობილი, ავტომატური პროცესი.

წყაროები, რომლებსაც ვუკავშირდებით

  • 1C, Bitrix24, amoCRM, HubSpot
  • Excel, Google Sheets, CSV ექსპორტები
  • PostgreSQL, SQL Server, Oracle, MySQL
  • POS, PMS, საბანკო ამონაწერები
  • Facebook / Google Ads, Google Analytics
  • ნებისმიერი REST API

რას ვქმნით

  • Data warehouse თქვენს Microsoft ანგარიშში ან სერვერზე (Fabric Lakehouse, SQL, Postgres)
  • ავტომატური ჩატვირთვა განრიგით, ხარისხის შემოწმებებითა და გაფრთხილებებით
  • ისტორია: როგორი იყო მაჩვენებელი გუშინ, თვის წინ, შარშან
  • ერთი სემანტიკური მოდელი ყველა რეპორტისა და AI ასისტენტისთვის

პრინციპები

  • მონაცემები თქვენი საკუთრებაა და თქვენს ინფრასტრუქტურაში რჩება
  • ყველაფერი კოდითა და დოკუმენტაციით — არა „ერთი ადამიანის თავში“
  • ჯერ მარტივი და იაფი; სირთულე — მხოლოდ როცა სჭირდება
ხშირი კითხვები

კითხვები, რომლებიც პირველ შეხვედრაზე ისმის

Microsoft Fabric გვჭირდება?

არა ყოველთვის. მცირე მოცულობებზე Power BI-ს საკუთარი მოდელი და დაგეგმილი განახლება საკმარისია. Fabric მაშინ ღირს, როცა წყარო ბევრია, მოცულობა იზრდება ან AI ასისტენტი გინდათ.

რამდენად ხშირად ახლდება?

სტანდარტულად ყოველდღე დილით; საჭიროებისამებრ ყოველ საათში. რეალურ დროში — ცალკე არქიტექტურით.

პირველი შეხვედრა უფასოა. მეორე — უკვე რიცხვებით.

30 წუთი და ერთი კითხვა: რომელ რიცხვს ვერ ხედავთ დღეს? მერე გულახდილად გეტყვით, რისი შექმნა ღირს თქვენთვის და რისი — არა.