სფერო

ანალიტიკა კლინიკებისა და სამედიცინო ცენტრებისთვის

კლინიკებში პაციენტების ნაკადი ერთ სისტემაშია, შემოსავალი ექიმების მიხედვით — მეორეში, სადაზღვევოების დავალიანება — Excel-ში. ჩვენ ამ სამ წყაროს ერთ დაშბორდზე ვაერთიანებთ.

რა არ ჩანს დღეს

შემოსავალი ექიმებისა და სერვისების მიხედვით ხელით იანგარიშება
სადაზღვევოების დავალიანება გვიან ჩანს
კაბინეტებისა და ექიმების დატვირთვა უცნობია

რა ჩანს დაშბორდზე

  • პაციენტების ნაკადი და ვიზიტები სერვისებისა და ფილიალების მიხედვით
  • შემოსავალი ექიმის, სერვისისა და გადამხდელის მიხედვით
  • სადაზღვევოების დებიტორული და მისი დაძველება
  • ექიმებისა და კაბინეტების დატვირთვა, no-show მაჩვენებელი

რას ამატებს AI

  • No-show-ს პროგნოზი შეხსენებების მიზანმიმართულად გასაგზავნად
  • სადაზღვევო პრეტენზიების უარყოფის ნიმუშების აღმოჩენა
ხშირი კითხვები

კითხვები, რომლებიც პირველ შეხვედრაზე ისმის

პაციენტების პერსონალური მონაცემები?

დაშბორდები აგრეგირებულ მონაცემებზე მუშაობს. პერსონალური ველები მოდელში არ შედის ან ანონიმიზირებულია; წვდომა — როლების მიხედვით.

პირველი შეხვედრა უფასოა. მეორე — უკვე რიცხვებით.

30 წუთი და ერთი კითხვა: რომელ რიცხვს ვერ ხედავთ დღეს? მერე გულახდილად გეტყვით, რისი შექმნა ღირს თქვენთვის და რისი — არა.