AI გადაწყვეტილებები კომპანიის მონაცემებზე
AI თქვენს ბიზნესში ორ რამეს უნდა აკეთებდეს: სწრაფად პასუხობდეს კითხვებს, რომლებზეც დღეს ანალიტიკოსი საათებს ხარჯავს, და ხედავდეს იმას, რასაც ადამიანი ვერ ასწრებს — ათასობით ტრანზაქციაში ანომალიას, კლიენტის დაკარგვის სიგნალს, მოთხოვნის ცვლილებას. ჩვენ AI-ს არა ცალკე „ჩატბოტად“, არამედ თქვენი მონაცემთა მოდელის ზედა ფენად ვქმნით.
AI ასისტენტი მონაცემებზე
- კითხვა ქართულად ან ინგლისურად — პასუხი რიცხვით, გრაფიკით და წყაროს მითითებით
- მუშაობს თქვენს სემანტიკურ მოდელზე, თქვენს ინფრასტრუქტურაში
- წვდომა როლების მიხედვით — ყველა ხედავს მხოლოდ თავისას
- ყოველკვირეული ავტომატური კომენტარი: რა შეიცვალა და რატომ
პროგნოზი და რისკი
- გაყიდვების პროგნოზი ფილიალის, პროდუქტისა და დღის მიხედვით
- კლიენტების დაკარგვის რისკი — სანამ წავლენ
- დებიტორული რისკის შეფასება
- მარაგის შეკვეთის რეკომენდაციები
დოკუმენტების AI
- ინვოისების, ხელშეკრულებების, CV-ების წაკითხვა და სტრუქტურირება
- ელფოსტებისა და მიმოხილვების კლასიფიკაცია
- ავტომატური რეპორტების ტექსტი ქართულად
უსაფრთხოება
- თქვენი მონაცემებით მოდელი არ ივარჯიშება
- Azure OpenAI ან თქვენს მიერ არჩეულ პროვაიდერზე, რეგიონის კონტროლით
- ყველა პასუხი მიბმულია წყაროზე — შესამოწმებელია
კითხვები, რომლებიც პირველ შეხვედრაზე ისმის
AI ასისტენტი შეცდომას არ დაუშვებს?
ასისტენტი რიცხვებს თქვენი მოდელიდან ითვლის და არა „იმახსოვრებს“, ამიტომ არითმეტიკა სანდოა. ინტერპრეტაციაში შეცდომა შესაძლებელია — ამიტომ ყველა პასუხს წყარო და გრაფიკი ახლავს, რომ ადამიანმა 10 წამში შეამოწმოს.
რა მონაცემები სჭირდება პროგნოზს?
ჩვეულებრივ 18–24 თვის ისტორია დღის ან კვირის დონეზე. ნაკლები ისტორიისას მარტივი მოდელებით ვიწყებთ და დროთა განმავლობაში ზუსტდება.
პირველი შეხვედრა უფასოა. მეორე — უკვე რიცხვებით.
30 წუთი და ერთი კითხვა: რომელ რიცხვს ვერ ხედავთ დღეს? მერე გულახდილად გეტყვით, რისი შექმნა ღირს თქვენთვის და რისი — არა.