საცალო ქსელიყოველდღიური სურათი 10+ ფილიალზე
წვენების ბარების ქსელი ფილიალების შედარებას თვის ბოლოს, Excel-ში აკეთებდა. შევქმენით ოპერაციული რეპორტი — გაყიდვები ფილიალების, პროდუქტებისა და საათების მიხედვით, კალათის ანალიზი (რა იყიდება ერთად), აღმასრულებლის დაშბორდი და P&L პირდაპირ ბუღალტერიიდან. ყოველ დილით ახლდება.
Power BIFabricP&Lკალათის ანალიზი
28გვერდი ოპერაციულ რეპორტში
დეველოპერიგაყიდვების ფანელი Bitrix24-დან
სამშენებლო კომპანიას CRM-ში ათასობით გარიგება ჰქონდა, მაგრამ ვერ ხედავდა, რომელი მენეჯერი, რომელი არხი და რომელი პროექტი მუშაობს. შევქმენით Sales Intelligence რეპორტი: ფანელი ეტაპების მიხედვით, ხელმოწერილი კონტრაქტები თვეების მიხედვით, აქტიური გარიგებები და დასაბრუნებელი კლიენტების სია.
Bitrix24Power BICRM
9გვერდი, ერთი მოდელი
B2B სააბონენტო სერვისებიქოლ-ცენტრიდან ტექნიკოსის ბონუსამდე
ორი სააბონენტო ბრენდის ჯგუფისთვის გავაერთიანეთ CRM, საბუღალტრო ექსპორტები და გეგმების ცხრილები: ქოლ-ცენტრის ფანელი (ზარი → შეხვედრა → კონტრაქტი ოპერატორებისა და წყაროების მიხედვით), ხელშეკრულებების პორტფელი და დაკარგული კლიენტები სამი მეთოდით, სერვისის მოთხოვნები, ტექნიკოსების დატვირთვა, სახარჯი მასალების მარაგი და ბონუსების გამოთვლა.
Bitrix241C ექსპორტიPower BI
15k+ქოლ-ცენტრის ზარი გაანალიზებული
ფარმაცევტული კომპანიაბიუჯეტის შესრულება ერთ მატრიცაში
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიის ფინანსურ გუნდს ბიუჯეტი, შეფასება, ფაქტი და შარშანდელი ფაქტი ცალკე ფაილებში ჰქონდა. შევქმენით ბიუჯეტის მოხმარების დაშბორდი: თვე / წლის დასაწყისიდან / ფისკალური წელი, გადახრები, დინამიური სათაურები ბოლო დახურული თვის მიხედვით.
Power BIფინანსებიბიუჯეტი
4ფაილის ნაცვლად — ერთი ეკრანი
განათლებასტუდენტები, პროგრამები, დაფინანსება
პროფესიული განათლების სისტემისთვის PostgreSQL და Oracle წყაროებზე შევქმენით ანალიტიკური რეპორტი: დაწესებულებები, პროგრამები, სტუდენტები, დაფინანსება და რეგისტრაციები — ქართულად, როლების მიხედვით წვდომით.
PostgreSQLOraclePower BI
6მონაცემთა წყარო ერთ მოდელში
ქონების მართვაპორტფელი და მომწოდებლების გადახდები
ქონების მმართველი კომპანიისთვის — პორტფელის დაშბორდი, მომწოდებლებზე გადახდების ანალიზი კატეგორიების მიხედვით და ყოველკვირეული ბრიფინგი PDF-ად, რომელიც თავისით იგზავნება.
Power BIავტომატური PDF
კვირაშიერთხელ — ავტომატური ბრიფინგი