AI ასისტენტი კომპანიის მონაცემებზე: როგორ მუშაობს სინამდვილეში

„ჰკითხე შენს მონაცემებს“ ლამაზად ჟღერს. რომ ის რეალურად იმუშაოს და არა — დამაჯერებლად მოიგონოს, სამი რამ სჭირდება: სანდო მოდელი, წყაროების მითითება და წვდომის წესები.

ასისტენტი რიცხვებს არ „იმახსოვრებს“ — ითვლის

სწორად აწყობილი ასისტენტი თქვენს კითხვას თარგმნის მოთხოვნად სემანტიკური მოდელისთვის (იმავე მოდელისთვის, რომელზეც დაშბორდები მუშაობს), იღებს რიცხვს და მერე ხსნის. ამიტომ არითმეტიკა იგივეა, რაც დაშბორდზე.

წყარო ყველა პასუხში

„₾812K — წყარო: ERP, ოქტომბერი“ — ეს პატარა ხაზი ასისტენტს სანდოს ხდის. ადამიანი 10 წამში ამოწმებს, საიდან მოვიდა რიცხვი, და ეჭვი ქრება.

ქართული ენა

კითხვა ქართულად, პასუხი ქართულად — თანამედროვე მოდელებისთვის ეს პრობლემა აღარ არის. პრობლემა ისაა, რომ თქვენი ტერმინები („აუთი“, „რეთენშენი“, „მანსლი“) მოდელმა იცოდეს. ამას დანერგვისას ვასწავლით.

უსაფრთხოება და წვდომა

ასისტენტი ხედავს მხოლოდ იმას, რასაც მომხმარებელი ხედავს: ფილიალის მენეჯერი — თავის ფილიალს. მოდელი თქვენი მონაცემებით არ ივარჯიშება, რეგიონი და პროვაიდერი თქვენი არჩევანია (მაგ. Azure OpenAI ევროპაში).

რა სჭირდება დასაწყებად

ერთი სანდო მონაცემთა მოდელი (თუ დაშბორდები უკვე გაქვთ — ის), 10–20 ყველაზე ხშირი კითხვის სია და ორი კვირა. ყველაზე სწრაფად ის კომპანიები იწყებენ, რომლებსაც დაშბორდები უკვე აქვთ — ასისტენტი იმავე მოდელზე ჯდება.

პირველი შეხვედრა უფასოა. მეორე — უკვე რიცხვებით.

30 წუთი და ერთი კითხვა: რომელ რიცხვს ვერ ხედავთ დღეს? მერე გულახდილად გეტყვით, რისი შექმნა ღირს თქვენთვის და რისი — არა.