პაროლის აღდგენა

FORGOT_TEXT_EXPLANATION

პირადი სივრცე

ჩვენს შესახებ

ინფრომაცია ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

კომპანია Business Express დაარსდა 2012 წელს. ეს არის საქმეზე ორიენტირებული,ენერგიული,პროფესიონალი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდი,რომელიც უზრუნველყოფს თქვენს საკურიერო მომსახურებას სწრაფად,უსაფრთხოდ და ხარისხიანად. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება სანდოობის პრინციპს, საქმისადმი თავდადებას, კლიენტებისათვის კომფორტული გარემოს შექმნას. ჩვენი მიზანია საკურიერო მომსახურების სფეროში მომხმარებლებისთვის ისეთი სრულყოფილი სისტემის შეთავაზება,რომელიც მათ საშუალებას მისცემს მინიმალური დანახარჯებით მიიღონ მაქსიმალურად ხარისხიანი მომსახურება.

  • სწრაფი ჩაბარება.

    ყველაზე სწრაფი ჩაბარება საქართველოში

  • დაცული გზავნილები.

    ჩვენთან ყველა გზავნილი დაზღვეულია!

  • მომსახურება ქვეყნის მასშტაბით.

    გააგზავნე საქართველოს ნებიამიერ წერტილში

რას ვაკეთებთ

შპს Business Express ახორციელებს საფოსტო-საკურიერო მომსახურებას საქართველოს მასშტაბით ყველაზე სწრაფად, იაფად და ხარისხიანად, რაც ჩვენი 7 წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარეობს. ჩვენი გუნდი გთავაზობთ მომსახურებების ფართო ასორტიმენტს და უმაღლეს ხარისხს.

ჩვენი ისტორია

2012 წელს, კომპანიის დაარსების დღიდან, ჩვენი გუნდი დღითიდღე ვითარდება და იზრდება. ჩვენ შევქმენით კომპანია, რომელი ქმნის პროდუქტს და უწევს მომსახურებას ნებისმიერ პიროვნებას, თუ კომპანიას. სუფთა ფურცლიდან დაწყებული ისტორია, დღეს ქართულ ბაზარზე არსებული კომპანიების, კონკურენტების, მოსახლეობის დახმარებით ერთ დიდ წიგნად იქცა, რომლის წაკითხვაც ნებისმიერი დამწყები, თუ არსებული კომპანიისთვის დიდ მოტივაციად შეიძლება იქცეს.

მისია

კომპანიის მისიაა ქართულ ბაზარზე შექმნას თანამედროვე, საიმედო და ეფექტური მომსახურება, რომლის გამოყენებაც შეეძლება ნებისმიერს, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. მომსახურება, რომელიც დაფუძნებული იქნება პატიოსნებაზე, ერთგულებაზე და რა თქმა უნდა, ხარისხზე. ჩვენი მისიაა საქართველოს მოსახლეობამ მიიღოს უმაღლესი ხარისხის მომსახურება ნებისმიერ დროსა და ადგილზე, შეუფერხებლად და შეღავათიანად.